
რენესანსი უბრუნდება საწყისებს და მისი ყურადღების ეპიცენტრში ექცევა ანტიკური ხელოვნება , ხდება მისი ერთგვარი ხელახალი დაბადება. მთავარი ადგილი ეთმობა ისევ ადამიანს. რენესანსი მიზნად ისახავს წარმოგვიდგინოს სამყაროს წყობა, როგორც ზეციურის ასევე მიწიერის. აღორძინების ხანის იდეის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მდგომარეობდა იმაში, რომ ღვთაებაზე და ზეციური ძალებზე წარმოდგენა აღარ აღიქმებოდა როგორც ზებუნებრივ და საშიშ საიდუმლოდ და რაც მთავარია ეს ხელოვნება გაჯერებული იყო ადამინის მიმართ რწმენით, რომელსაც ძალუძს იაზორვონოს და შექმნას რაიმე ფასეული. სწორედ ამიტომ, რენესასნსის მხატვრებისთვისუცხო არ არის ბიბლიური პასაჟების ასახვა საკუთარ მხატვრობაში.

მხატვრების მაშინდელი თაობაერთიანად სიმართლის ძიებაში არიან ჩაფლულნი, ისინი მშვენირების ძველ იდეალებზეუარს ამბობენ. სიახლეთა მაძიებლებში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური იყო შვეიცარიელიმხატვარი, კონტრად ვიტცი.ეს ნახატი 1444 წელს ჟენევაში დახატულ ტრაპეზზედა გამოსახულებისერთ-ერთ ნაწილს გვამცონობს. ამ ნამუშევარზე გამოხატულია წმინადების შეხვედრამაცხოვართან მისი აღდგომის შემდეგ.შუასაუკუნეების მხატვარი, თუკი ამსასწაულის დასურათება მოუწევდა, ზღვის გადმოსაცემად ალბათ კლაკნილპირობით ხაზებსიკმარებდა ,მაგრამ ვიტცს სურდაჟენეველი ბიურგერებისათვის თითქოს ახლოდანდაენახვებინა როგორ იდგაქრისტე წყლისნაპირას. იგი რომელიღაცგაურკვეველ ტბას კიარ ხატავს არამედ კონკრეტულაჟენევის ტბას, შორს აღმართული სალევისმთით. ესაა რეალურიპეიზაჟი რომლისნახვა ყველასშეეძლო რომელიცდღესაც არსებობსდა ახლაცძალიან ჰგავსსურათზე ასახულს.ეს შესაძლოასაზოგადოდ რეალური ხედისზუსტი გადმოცემისმისი “პორტრეტირების”პირველი ცდაიყოს. ამ რეალურტბაზე ვიტცმანამდვილი მეთევზეები დახატა არა უწინდელისურათების დიდებული მოციქულები არამედ უბრალომებადურები გაუთვლელი მდაბიოები რომლებიც ძლივძლივობით ახერხებენ იმას რომნავი არამოყირავდეს. ნახატზე გამოსახულიპეტრე რომელიცწყალში იმყოფებასაკმაოდ უმწეოდგამოიყურება და ესასეც უნდაიყოს. მხოლოდ მაცხოვარიდგას მშვიდადდა ურყევად. ჟენეველ მლოცველებს ახალისაკურთხევლის პირველად ხილვისას უეჭველად ძალიან ააღელვებდათ იმის დანახვარომ მოციქულები მათნაირიადამიანები არიან მათ საკუთარტბაზე თევზაობენ და მკვდრეთითაღმდგარი ქრისტე მათთვისნაცნობ ნაპირზესასწავლებლად გამოჩნდება, რათა მათშემწეობა და მყუდროებამოუტანოს. ამ ეპიზოდის ასე რეალისტურად გადმოცემის მიზანი იყო ის რომ მხატვარს თითქოსსურს რეალური ( ჟენევის ტბა) და მიუწვდომელი,ღვთიური სამყარო, ერთანეთთან დააკავშიროს და დაახლოოს. ეს ბიბლიური ისტორიები ყოველთვისზებუნებრივი და მიუწვდომელი იყო მოკვდავთათვის, ვიტცმა კი ის რეალური გახადა.


მოცემული ნახატი ჰიუგო ვან დერ გუსის ნამუშევარია. ამ მხატვარზე ბევრი არაფერი გვსმენია იმის გარდა რომ მან სიცოცხლის ბოლო წლები მონასტერში გაატარა ის დანაშაულის გრძნობით იყო შეპყრობილი და მელანქოლიის შეტევები აწუხებდა. მის ნახატებში მართლაც იგრძნობა დაძაბულობა და სერიოზულობა რომელიც განასხვავებს მას რენესანსის სხვა მხატვრებისგან. ამ ნახატში პირველ რიგში თვალში საცემია თუ რა ჩინებულად ახერხებს მხატვარი წარმოგვიდგინოს 12მოციქულის სხვადასხვა გვარი რეაქცია მომხდარ ამბავზე. ემოციის გამოსახვის დიაპაზონი დიდია მშვიდი ჩაფიქრებიდან მხურვალე თანაგრძნობამდე და თითქმის თავშეუკავებელ აღტაცებამდეც კი. ვან დერ გუსის მიღწევის მნიშვნელობას უფრო უკეთ გავიგებთ თუ მის ნამუშევარს სტრასბურგის კათედრალის პორტიკაზე მოცემული იმავე სცენის გამოსახულებას შევადარებთ.ჩვენი მხატვრის ტიპების მრავალფეროვნების საპირისპიროდ ნაქანდაკევი მოციქულები ძალზე ჰგვანან ერთმანეთს. ადრეული მხატვრისთვის ადვილია მკაფიო კომპოზიციის შეკვრა რადგან მას არ უწევს შეჭიდება რაკურსებთან და სივრცის ილუზიასთან. ნახატში იგრძნობა რა მძიმე შრომას წევს ხელოვანი რათა ჩვენ თვალწინ რეალური სცენა გააცოცხლოს.

რესენესანსის იდეა ჩემი აზრით ყველზე კარგად მიქელანჯელო ბუონაროტის ფერწერული ნამუშევრის “სიქსტის კაპელას” ერთ-ერთ პრაგმენტში კერძოდ ადამის დაბადებაში ჩანს.მხატვრებს მიქელანჯელომდეც დაუხატავთ ადამი , რომელიც მიწაზე იწვა და ღმერთის ხელის უბრალო შეხებით ცოცხლდებოდა, მაგრამ ვერავინ შეძლო შესაქმის საიდუმლოს სიდიადე ასე სადად და ასე ძლიერად გადმოეცა სურათზე. მნახველის ყურადღებას მთავარი ამბის გარდა არაფერი იპყრობს. ადამი წევს მიწაზე იმგვარი მშვენიერებით და ძლიერებით როგორიც პირველ ადამიანს შეშვენის, მეორე მხრიდან მას თანმხლები ანგელოზების გუნდით გარშემორტყმული მამაღმერთი უახლოვდება ის ციდან ქარის მეშვეობით დაუბრკოლებლად მოქრის .ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი საოცრებაა ის თუ როგორ მოახერხა მიქელანჯელომ ღვთიური ხელის შეხება ასე დიდებულად ეჩვენებინა და სურათის ფოკუსად, ცენტრად ექცია.იმით, რომ მათი ხელები არ ეხებიან ერთმანეთს მიქელანჯელომ ხაზი გაუსვა ადამიანური და ღვთაებრივის შეერთების შეუძლებლობას. ადამინს სხეულის ასე გამოსახვით მხატვარი ადამიანის სხეულის იდეალურ ფორმებს გვიხატავს.
რენესანსის ეპოქის მხატვრებმა ააღორძინეს როგორც ძველი კულტურა ასევე ახალი მექანიზმის შეჰმატეს ხელოვნებას. ეს ეპოქა მნიშვნელოვანი პერიოდია მსოფლიო ისტორიაში. ის აისახა ხელოვნების ყველა სფეროში და დიდი ზეგავლენა იქონია ადამინთა აზროვნებაზე და შეხედულებაზე.ეს იყო გარდამტეხი პერიოდი მიწიერსა და ზებუნებრივს შორის.






