უწესრიგობის ხანგრძლივი ეპოქის შემდეგ, რომელიც მიკენის საზოგადოების დაცემას მოყვა, აღმოცენდა საზოგადოების სრულიად ახალი ტიპი, მისთვის დამახასიათებელი ჰუმანური ხელოვნებით. ცვლილება განიცადა მთელმა ძველ-ბერძნულმა კულტურამ, რაც აისახა სკულპტურაში.ანტიკური ხელოვნების იდეალს შეადგენდა ჰარმონიულად განვითარებული, იდეალურად მშვენიერი ადამიანი.
ანტიკური ბერძნული სკულპტურის პირველ პერიოდად ცნობილია არქაიკა, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. VII საუკუნეში გამოჩნდა და ძვ. წ. 480 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში იქმნებოდა მკაცრად ფრონტალური და უძრავი ქანდაკებები, რომელეც პომპეზურ სიმშვიდეს და სიდიადეს განასახიერებდნენ. არქაიკის პერიოდში ჩამოყალიბდა მონუმენტური სკულპტურის ძირითადი ტიპები- შიშველი ახალგაზრდა სპორცმენის ქანდაკებები და ბერძნულ ტანისამოსში შემოსოლისი ქალის სკულპტურები.

სწორედ ამ ეპოქის ნათელ მაგალითს წარმოადგენს „ჰერას“ ქანდაკება. ის არქაიკული პერიოდის თვალსაჩინო ნიმუშია . იმის და მიუხედავად რომ სკულპტურაში მოქანდაკემ ნათლად დაგვანახე ბერძნული ტანისამოსის თითოეული ნაწილი და ქალის სხეულის პროპორციულობა, ქანდაკება უფრო გაშეშებული ქვის შთაბეჭდილებას გვიტოვებს და არა ცოცხალი არსების.სწორედ ესაა დამახასიათებელი ამ ეპოქისთვის წარმოგვიდგინოს თაყვანისცემის ობიექტი, ღვთაებათა მიუწვდომელობა და იდუმალება.
ნელ-ნელა არქაული სკულპტურები უფრო დაიხვეწა. ადამიანის სხეულის ფორმები უფრო ნათლად გამოჩნდა ქანდაკებებში, მეტიც სკულპტურას უფრო მეტყველი პირისახე გაუჩნდა რასაც „არქაიკულ ღიმილს“ უწოდებენ.
არქაიკული პერიოდის დასრულების შემდეგ ძველ-ბერძნული სკულპტურა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის, სადაც ქანდაკება „ცოცხლდება“ და „მოძროაბას“ იწყებს. ღვთაება რომელიც არქაიკის პერიოდში მიუწვდომელ არსებად გვევლინებოდა ახლა ადამიანს ემსგავსება. ეს პერიოდი ბერძნული ხელოვნების აღმავლობის ხანად არის მიჩნეული.

ამ ქანდაკებაზე გამოსახულია პერსეისა და გორგონას დაპირისპირების ეპიზოდი. ქანდაკებას ცალი თვალითაც რომ შევხედოთ ძალიან ბევრ ცვლილებას შევნიშნავთ ამ პერიოდისა და არქაული ხანის სტილის სკულპტურებს შორის. გაქვავებული სხეულები „ამოძრავდნენ“.პერსეის სხეულის ნაკვთები ადამიანის ტანის აღწერილობის იდენტურია. ყველაზე მნიშვნელოვანი და შესამჩნები კი ქანდაკების სახის გამომეტყველებაა.პერსეის ამაყი, გამარჯვებული ადამიანის გამომეტყველება აქვს. გორგონას სახე კი სრულ სასოწარკვეთას გამოხატავს, მითიური პერსონაჟი ადამიანურ ხასიათს იძენს. ასეთი მკაფიო ცვლიბის გამო შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ადამიანის ცობიერებაში რაგაც შეიცვალა. კლასიკური ბერძნული ხელოვნება წარმოადგენს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ სრულყოფილებას, სადაც გმერთებსაც კი გააჩნიათ ადამინისთვის გასაგები სისუსტეები. ამ პერიოდში ახალი კულტურული ფასეულობების ჩამოყალიბების პროცესი იწყება.თუ აქამდე სამყაროს ცენტრში იდგა ღმერთი ახლა დგას ადამიანი და ყველაფერი გაღმერთებული კი არა გაადამიანურებულია.