დაბრუნება საწყისებთან- ღვთის ძიების პროცესი რენესანსში

რენესანსი უბრუნდება საწყისებს და მისი ყურადღების ეპიცენტრში ექცევა ანტიკური ხელოვნება , ხდება მისი ერთგვარი ხელახალი დაბადება. მთავარი ადგილი ეთმობა ისევ ადამიანს. რენესანსი მიზნად ისახავს  წარმოგვიდგინოს  სამყაროს წყობა, როგორც ზეციურის ასევე მიწიერის. აღორძინების ხანის იდეის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მდგომარეობდა იმაში, რომ ღვთაებაზე და ზეციური ძალებზე წარმოდგენა აღარ აღიქმებოდა  როგორც ზებუნებრივ და საშიშ საიდუმლოდ და რაც მთავარია ეს ხელოვნება გაჯერებული იყო ადამინის მიმართ რწმენით,  რომელსაც ძალუძს იაზორვონოს და შექმნას რაიმე ფასეული. სწორედ ამიტომ, რენესასნსის მხატვრებისთვისუცხო არ არის ბიბლიური პასაჟების ასახვა საკუთარ მხატვრობაში.

მხატვრების მაშინდელი თაობაერთიანად სიმართლის ძიებაში არიან ჩაფლულნი, ისინი მშვენირების ძველ იდეალებზეუარს ამბობენ. სიახლეთა მაძიებლებში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური იყო შვეიცარიელიმხატვარი, კონტრად ვიტცი.ეს ნახატი 1444 წელს ჟენევაში დახატულ ტრაპეზზედა გამოსახულებისერთ-ერთ ნაწილს გვამცონობს. ამ ნამუშევარზე გამოხატულია წმინადების შეხვედრამაცხოვართან მისი აღდგომის შემდეგ.შუასაუკუნეების მხატვარი, თუკი ამსასწაულის დასურათება მოუწევდა, ზღვის გადმოსაცემად ალბათ კლაკნილპირობით ხაზებსიკმარებდა ,მაგრამ  ვიტცს სურდაჟენეველი ბიურგერებისათვის  თითქოს ახლოდანდაენახვებინა როგორ იდგაქრისტე წყლისნაპირას.  იგი რომელიღაცგაურკვეველ ტბას კიარ ხატავს არამედ კონკრეტულაჟენევის ტბას, შორს  აღმართული სალევისმთით.   ესაა რეალურიპეიზაჟი რომლისნახვა ყველასშეეძლო რომელიცდღესაც არსებობსდა ახლაცძალიან ჰგავსსურათზე ასახულს.ეს შესაძლოასაზოგადოდ რეალური ხედისზუსტი გადმოცემისმისი “პორტრეტირების”პირველი ცდაიყოს.  ამ რეალურტბაზე ვიტცმანამდვილი მეთევზეები დახატა  არა უწინდელისურათების დიდებული მოციქულები არამედ უბრალომებადურები გაუთვლელი მდაბიოები  რომლებიც ძლივძლივობით ახერხებენ იმას რომნავი არამოყირავდეს.   ნახატზე გამოსახულიპეტრე რომელიცწყალში იმყოფებასაკმაოდ უმწეოდგამოიყურება და ესასეც უნდაიყოს.  მხოლოდ მაცხოვარიდგას მშვიდადდა ურყევად. ჟენეველ  მლოცველებს ახალისაკურთხევლის პირველად ხილვისას უეჭველად ძალიან ააღელვებდათ იმის დანახვარომ  მოციქულები მათნაირიადამიანები არიან  მათ საკუთარტბაზე თევზაობენ და მკვდრეთითაღმდგარი ქრისტე მათთვისნაცნობ ნაპირზესასწავლებლად გამოჩნდება, რათა მათშემწეობა და მყუდროებამოუტანოს. ამ ეპიზოდის ასე რეალისტურად გადმოცემის მიზანი იყო ის რომ მხატვარს თითქოსსურს რეალური  ( ჟენევის ტბა) და მიუწვდომელი,ღვთიური სამყარო, ერთანეთთან დააკავშიროს და დაახლოოს. ეს ბიბლიური ისტორიები ყოველთვისზებუნებრივი და მიუწვდომელი იყო მოკვდავთათვის, ვიტცმა კი ის რეალური გახადა.

მოცემული ნახატი  ჰიუგო  ვან დერ გუსის ნამუშევარია. ამ მხატვარზე  ბევრი არაფერი გვსმენია  იმის გარდა რომ  მან სიცოცხლის ბოლო წლები მონასტერში გაატარა  ის დანაშაულის გრძნობით იყო შეპყრობილი  და მელანქოლიის შეტევები აწუხებდა. მის ნახატებში მართლაც  იგრძნობა დაძაბულობა და სერიოზულობა რომელიც განასხვავებს მას რენესანსის სხვა მხატვრებისგან. ამ ნახატში პირველ რიგში თვალში საცემია თუ რა ჩინებულად ახერხებს მხატვარი წარმოგვიდგინოს 12მოციქულის სხვადასხვა გვარი რეაქცია მომხდარ ამბავზე.  ემოციის გამოსახვის დიაპაზონი დიდია  მშვიდი ჩაფიქრებიდან მხურვალე თანაგრძნობამდე და თითქმის თავშეუკავებელ აღტაცებამდეც კი.   ვან დერ გუსის  მიღწევის მნიშვნელობას უფრო უკეთ გავიგებთ  თუ მის ნამუშევარს  სტრასბურგის კათედრალის პორტიკაზე  მოცემული იმავე სცენის გამოსახულებას შევადარებთ.ჩვენი მხატვრის ტიპების მრავალფეროვნების საპირისპიროდ ნაქანდაკევი მოციქულები ძალზე ჰგვანან ერთმანეთს. ადრეული მხატვრისთვის ადვილია  მკაფიო კომპოზიციის შეკვრა  რადგან მას არ უწევს შეჭიდება  რაკურსებთან და სივრცის ილუზიასთან. ნახატში იგრძნობა  რა მძიმე შრომას წევს  ხელოვანი  რათა ჩვენ თვალწინ რეალური სცენა გააცოცხლოს.

რესენესანსის იდეა ჩემი აზრით ყველზე კარგად მიქელანჯელო ბუონაროტის ფერწერული ნამუშევრის “სიქსტის კაპელას” ერთ-ერთ პრაგმენტში კერძოდ ადამის დაბადებაში ჩანს.მხატვრებს  მიქელანჯელომდეც  დაუხატავთ  ადამი , რომელიც მიწაზე იწვა და ღმერთის ხელის უბრალო  შეხებით ცოცხლდებოდა, მაგრამ ვერავინ შეძლო შესაქმის საიდუმლოს სიდიადე ასე სადად და ასე ძლიერად გადმოეცა სურათზე. მნახველის ყურადღებას მთავარი ამბის გარდა არაფერი  იპყრობს. ადამი წევს მიწაზე იმგვარი მშვენიერებით და ძლიერებით როგორიც პირველ ადამიანს შეშვენის, მეორე მხრიდან მას თანმხლები ანგელოზების  გუნდით გარშემორტყმული მამაღმერთი უახლოვდება ის ციდან ქარის მეშვეობით დაუბრკოლებლად მოქრის .ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი საოცრებაა ის თუ როგორ მოახერხა მიქელანჯელომ  ღვთიური ხელის შეხება  ასე დიდებულად ეჩვენებინა და სურათის ფოკუსად,  ცენტრად ექცია.იმით, რომ მათი ხელები არ ეხებიან ერთმანეთს მიქელანჯელომ ხაზი გაუსვა ადამიანური და ღვთაებრივის შეერთების შეუძლებლობას. ადამინს სხეულის ასე გამოსახვით მხატვარი ადამიანის სხეულის იდეალურ ფორმებს გვიხატავს.

          რენესანსის ეპოქის მხატვრებმა ააღორძინეს როგორც ძველი კულტურა ასევე ახალი მექანიზმის შეჰმატეს ხელოვნებას. ეს ეპოქა მნიშვნელოვანი პერიოდია მსოფლიო ისტორიაში. ის აისახა ხელოვნების ყველა სფეროში და დიდი ზეგავლენა იქონია ადამინთა აზროვნებაზე და შეხედულებაზე.ეს იყო გარდამტეხი პერიოდი მიწიერსა და ზებუნებრივს შორის.

ძველ-ბერძნული სკულპტურის გადასვლა უძრაობიდან მოძრაობამდე ანუ არქაიკიდან კლასიკურ ბერძნულ სკულპტურამდე

     უწესრიგობის ხანგრძლივი ეპოქის შემდეგ, რომელიც მიკენის საზოგადოების დაცემას მოყვა, აღმოცენდა საზოგადოების სრულიად ახალი ტიპი, მისთვის დამახასიათებელი ჰუმანური ხელოვნებით. ცვლილება განიცადა მთელმა ძველ-ბერძნულმა კულტურამ, რაც აისახა სკულპტურაში.ანტიკური ხელოვნების იდეალს შეადგენდა ჰარმონიულად განვითარებული, იდეალურად მშვენიერი ადამიანი.

     ანტიკური ბერძნული სკულპტურის პირველ პერიოდად ცნობილია არქაიკა, რომელიც დაახლოებით  ძვ. წ. VII საუკუნეში გამოჩნდა და  ძვ. წ. 480 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში იქმნებოდა მკაცრად ფრონტალური და უძრავი ქანდაკებები, რომელეც პომპეზურ სიმშვიდეს და სიდიადეს განასახიერებდნენ. არქაიკის პერიოდში ჩამოყალიბდა მონუმენტური სკულპტურის ძირითადი ტიპები- შიშველი ახალგაზრდა სპორცმენის ქანდაკებები და ბერძნულ ტანისამოსში შემოსოლისი ქალის სკულპტურები.

სწორედ ამ ეპოქის ნათელ მაგალითს წარმოადგენს „ჰერას“ ქანდაკება. ის არქაიკული პერიოდის თვალსაჩინო ნიმუშია . იმის და მიუხედავად რომ  სკულპტურაში მოქანდაკემ ნათლად დაგვანახე ბერძნული ტანისამოსის თითოეული ნაწილი და ქალის სხეულის პროპორციულობა, ქანდაკება უფრო გაშეშებული ქვის შთაბეჭდილებას გვიტოვებს და არა ცოცხალი არსების.სწორედ ესაა დამახასიათებელი ამ ეპოქისთვის წარმოგვიდგინოს თაყვანისცემის ობიექტი, ღვთაებათა მიუწვდომელობა და იდუმალება.

ნელ-ნელა არქაული სკულპტურები უფრო დაიხვეწა. ადამიანის სხეულის ფორმები უფრო ნათლად გამოჩნდა ქანდაკებებში, მეტიც სკულპტურას უფრო მეტყველი პირისახე გაუჩნდა რასაც „არქაიკულ ღიმილს“ უწოდებენ.

არქაიკული პერიოდის დასრულების შემდეგ ძველ-ბერძნული სკულპტურა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის, სადაც ქანდაკება „ცოცხლდება“ და „მოძროაბას“ იწყებს. ღვთაება რომელიც არქაიკის პერიოდში მიუწვდომელ არსებად გვევლინებოდა ახლა ადამიანს ემსგავსება.  ეს პერიოდი ბერძნული ხელოვნების აღმავლობის ხანად არის მიჩნეული.

ამ ქანდაკებაზე გამოსახულია პერსეისა და გორგონას დაპირისპირების ეპიზოდი. ქანდაკებას ცალი თვალითაც რომ შევხედოთ ძალიან ბევრ ცვლილებას შევნიშნავთ ამ პერიოდისა და არქაული ხანის სტილის სკულპტურებს შორის. გაქვავებული სხეულები „ამოძრავდნენ“.პერსეის სხეულის ნაკვთები ადამიანის ტანის აღწერილობის იდენტურია. ყველაზე მნიშვნელოვანი და შესამჩნები კი ქანდაკების სახის გამომეტყველებაა.პერსეის  ამაყი, გამარჯვებული ადამიანის გამომეტყველება აქვს. გორგონას სახე კი სრულ სასოწარკვეთას გამოხატავს, მითიური პერსონაჟი ადამიანურ ხასიათს იძენს. ასეთი მკაფიო ცვლიბის გამო შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ადამიანის ცობიერებაში რაგაც შეიცვალა. კლასიკური ბერძნული ხელოვნება წარმოადგენს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ სრულყოფილებას, სადაც გმერთებსაც კი გააჩნიათ ადამინისთვის გასაგები სისუსტეები. ამ პერიოდში ახალი კულტურული ფასეულობების ჩამოყალიბების პროცესი იწყება.თუ აქამდე სამყაროს ცენტრში იდგა ღმერთი ახლა დგას ადამიანი და ყველაფერი გაღმერთებული კი არა გაადამიანურებულია.

ბიბლიის გაცოცხლება შუშაზეა (ვიტრაჟული შუშები)

შუშის გამოყენება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ხდებოდა. რომაელები და ბერძნები ოდითგანვე იყენებდნენ მინას და მისგან სხვადასხვა პროდუქტს ქმნდიდნენ. შუშის დამუშავება პირველად სირიაში დაიწყეს ძვ.წ I საუკუნეში. ამ აღმოჩენის წყალობით შუშის დამუშავების ტექნიკა სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა, მაგრამ იმ ვიტრაჟების ისტორიები რომლებიც ასე გვხიბლავს სრულიად სხვა, ქრისტიანულ ეპოქას მიეკუთვნება.  

ვიტრაჟული პანჯრები, რომელიც გაფორმებულია ფერადი მინის ფრაგმენტებით, პირველად 6 საუკუნეში გამოჩნდა. ის გამოიყენეს წმინდა სოფიას ხრამში, კონსტანტინოპოლში. იმ დროს მხოლოდ მინის სამ ფერს გამოიყენებდნენ. რომანულ პერიოდს შეგვიძლია ვიტრაჟული კულტურის აღმოცენების ეპოქაც ვუწოდოთ. იმდროინდელი პერიოდის ყველაზე ძველი ხელოვნების ნიმუში იესოს თავის გამოსახულებაა. ეს ნამუშევარი საოცარი სინატიფით არის შესრულებული. მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება თითქოს არა შუშას არამედ საღებავებით, ტილოზე შესრულებულ ნახატს უყურებს. იესოს თვალება საოცრად ღრმა და მეტყველია, ეს ნამუშევარი ეკლესიაში არსებულ ფრესკებს მომაგონებს.მე-11 საუკუნეშიშუშისდამუშავებისტექნიკაუზარმაზორნახტომსაკეთებს. ახალისამეცნიეროაღმოჩენებსარქიტექტურულიშესაძლებლობებიახალსაფეხურზეაყავს. რომანულიპერიოდისვიტრაჟისგამოყენებისმანერაშეიცვალაგახდაუფროსტატიკურიდასიმეტრიულიდაამავდროულადვიტრაჟზეგამოყენებულიფიგურებიუფროგამომხატველიდაბუნებრივი .ტაძრისტრადიციულიფორმებისშეცვლამშესაძლებელიგახადავიტრაჟულიშუშადეკორაციულიმიზნითგამოეყენებინათ. ამეპოქისვიტრაჟებისთვსნიშანდობლივიასამიფანჯრისარსებობაროემლიცწმინდასამებასაღნიშნავს.  სცენები ,რომელიცშუშაძეიყოშესრულებული, გაფორმებულიამცენარეულიორნამენტებით. ტრადიციულმავიტრაჟულმატექნიკამროგორცუკვეავღნიშნემე-11 საუკუნეშისაბოლოოდმიიღოდასრულებულისახე, ყველაზემნიშვნელვანსიახლესწამოადგენდატყვიისარმატურა. რომაულივიტრაჟისელემენტებისამგვარადშეერთებამსაშუალებამისცაიმდროინდელხხელოვანებს, რომგამოეყენებინათსხვადასხვაზომისნახატებიდაკონტურები. პირველდესსიახლეიყოგამოყენებული 1071 წელსმონტეკასინოსმონასტერში.

აუგსბურგის ტაძრის ვიტრაჟი ერთერთი უძველესი ნამუშევარია. ის მე-11 საუკუნის დასასრულს და მე-12 საუკუნის დასაწყიში არის შექმნილი. შუშაზე გამოსახულია ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები. მაყურებელი თვალნათივ დაინახავს განსხვავებას ამ ვიტრაჟსა და ისესოს თავის ვიტრაჟს შორის. აქ ვამჩნევთ უხვი ფერების პალიტრას. ტანისამოსიც და დეტალებიც უფრო რეალისტურია.

ამავე ეპოქის ნამუშევარია საფრანგეთში ლე მანსის ტაძრის ვიტრჟში, რომელიც 1130 წელს შეიქმა. ჩვენ თვალნათივ ვამჩნევთ განსხვავებას სტატიკური აუგსბურგის ვიტრაჟსა და ამ ნამუშევარს შორის. შუშაზე გამოსახულებები მოძრაობას იწყებენ, მათ ცოცხალი სახე მიიღეს.

მე-12 საუკუნის ტაძარ პოატეაში ყველაზე მნიშვნელოვან, ფოკუსურ წერტილს წარმოადგენს  6 მეტრიანი ვიტრაჟი სახელწოდებით  “ჯვარცმა და ამაღლება”. მისგან ორივე მხარეს ვიტრაჟებია რომელიც გვიყვება ისტორიას პეტრეზე და პავლეზე. მათი მკრთალი სილუეტები გამოხატავს ქრისტეს მსხვერპლშეწირვას ცხოვრებაში და კაცობრიობის გადარჩენის გზებს. ღვთიური საწყისის გამოიხატება ფერებითა და შუქის მეშვეობით რაც დამახასიათებელეია მე-12 საუკუნის გოთური ტაძრებისთვის და პირველად სწორედ ექსპერიმენტის სახით პოატეის ტაძარში გამოჩნდა

                             გადასვლა გოთიკურ სტილში მოხდა აბატი სუგერიის მეშვეობით, რომელიც ხელმძღვანელობდა სამეფო ტაძრის აგებას სენდენის სამეფოში 1144 წელს. საყდრის ფანჯრის მთელ ფართობზე განლაგებული იყო მედალიონის ტიპის ვიტრაჟებიი. თითოეულ მედალიონში რითმულად და დინამიურად იყო გამოსახული  ისტორიიდან აღებული მნიშვნელოვანი მომენტები, რაც მას განასხვავებდა რომაული სტატიკური სტილისგან.აბატი სუგერიის მოფიქრებული ახალი ვიტრაჟების სტილმა მალევე შეცვალა რომაული გოთიკურად. გოტიკურმა სტილმა ფართოდ მოიკიდა ფეხი საფრანგეთში და ინგლისში.


შარტრის საკათედრო ტაძარი წარმოადგენს ჭეშმარითად გოთიკური სტილის მაგალითს. მისი ვიტრაჟები მთელი სიდიადითა და მაშტაბურობით შეესისლხორცა გოთიკურ არქიტექურას.შარტრის პანჯრების კონსტრუქციის მრავალფეროვნება ფართოდ იყო გამოყენებული შემდგომში აგებული მსგავსი ტიპის ტაძრების მშენებლობისას. ტაძრის ფანჯრების ძირითად სამშვენისს წარმოდგენს როზეტის ფორმა. შატრში ასეთი სამია. ასეთი კონსტრუქციის ფანჯრების აგება არამარტო ტექნიკურად იყო რთული ასევე სიმბოლიკის თვალსაზრისითაც. სიუჟეტის მთავარ გმირს წარმოადგენდა ქრისტე ან ღვთსმშობელი. როზეტის ტიპის ფანჯრები შეიძლება ჩაითვალოს სულიერი გამომხატველობის ყველაზე დახვეწილ მიხწევად. მათ მეორენაირად “ ცის თვალებს ეძახდნენ”, რადგან მათში  სიმბოლიზმი და რეალობა ერთმანეთში იყო შერწყმული. ფანჯრის როზეტი მაქსიმალურად მიახლოებული იყო სამყაროს წმინდა სიმბოლოსთან – მანდალასთან.ყველაზემნიშვნელოვანიმნახველისთვისარისისრომვიტრაჟებიმასსაოცარისითბოთიავსებს. სინათლერომელიცამფანჯარასკვეთსდასხვადასხვაფერებსეთამაშებასაოცარსანახაობასუქმნისმნახველს. ჩემიშეხედულბითვიტრაჟებისმთავარიხიბლიიმაშიარომტაძარშიშესვლისთანავემასსხვასამყაროშიგადაჰყავხარ : ღვთიურსამყაროში. ვიტრაჟებმაკუშტიბნელიტაძრებისგანგანსხვავებითღვთიურადგილსმეტისინათლეფერთაფართოსპექტრიდასიმყუდროვეშეჰმატა.